მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული… სავალდებულო აცრა რისკ-ჯგუფებისთვის” - პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს

6182cd6987b37
თამთა ჯიჯავაძე
03.11.21 21:54
860
პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს, რომელიც პანდემიის გამოწვევებს ეხება. ის აცხადებს, რომ მომხრეა რისკ-ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მაგალითი.

„სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული… სავალდებულო აცრა რისკ-ჯგუფებისთვის! კოვიდ-პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის... მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად, სამოქალაქო სექტორს დაკვირვებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ!

კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი. სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები და უფრო მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმერ ჩაკეტვას, მიუღებელია, რადგანაც ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება სოციალური გამოწვევების წინაშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.