მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს -რატიანი

5eae792e9608e
ელენე გოგბერაშვილი
03.05.20 11:52
891
საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს- ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინკაში 91 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 70 კოვიდ-ინფიცირებულია.

"რაც შეეხება რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს, გვყავს 8 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკული, ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, 4 პაციენტი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი მაღალ ოქსიგენურ თერაპიაზე, ხორციელდება მათი მონიტორინგი. ასევე გუშინ გადმოყვანილ იქნა 2 ორსული ქალბატონი, საეჭვო შემთხვევა. ერთთან დადასტურდა და ერთთან ველოდებით პასუხს, დადასტურებულია ნარცხი.

რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, ჩატარებული კლინიკური კვლევებით სამთან არის მხოლოდ გამოვლენილი უარყოფითი დინამიკა. გადმოყვანილია ასევე ახალშობილი საეჭვო შემთხვევა. გაგზავნილი გვაქვს ლუგარში ტესტი, ველოდებით პასუხებს"-განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, მათ კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა სტაბილურია.