მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ პაციენტთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა"

5e917b917eb77
ინგა მურუსიძე
11.04.20 12:14
979
საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ პაციენტთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს გულის, ღვიძლის და ფილტვის დაზიანების სინდრომი აქვს.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 57 კოვიდ ინფიცირებული გვყავს, მათგან 8 არის რეანიმაციაში. სამი გახლავთ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანნარჩენი 5 სპონტანუ სუნთქვაზე. ერთი პაციენტის მდგომარეობა რთულია, ფაქტიურად ტერმინალური. კლინიკურად სახეზეა ფილტვის, გულის, ღვიზლის დაზიანების სინდრომი“, -განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.