მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრებში ხალხმრავლობაა - ქალაქში გადაადგილება გართულებულია

5fc1094c75cb5
ინგა მურუსიძე
27.11.20 18:01
2036

თბილისში სავაჭრო ცენტრებსა და სუპერმარკეტებში ხალხმრავლობის გამო ქალაქში საცობებია. გადაადგილების პრობლემებია დილიდან, მთელი დღის განმავლობაში.

საცობები და ხალხმრავლობა, სავარაუდოდ, ორ მიზეზს უკავშირდება, ერთი ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ხვალიდან სავაჭრო ცენტრები იხურება და პროდუქტის გაყიდვა მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მოლებში ხალხმრავლობა გამოიწვია ე.წ. შავი პარასკევია. დღეს მაღაზიებში დიდი ფასდაკლებებია გამოცხადებული.

სავაჭრო ცენტრები დღეს საღამოს 21:00 საათზე მუშაობას დაამთავრებენ და ხვალიდან, 24 დეკემბრამდე მუშაობა ეკრძალებათ.