28.აპრილი .2021 13:29

სავალუტო სესხების გაცემის 200,000-ლარიანი ჭერის გაუქმება გამოუსწორებელი შეცდომა იქნება - სები

სავალუტო სესხების გაცემის 200,000-ლარიანი ჭერის გაუქმება გამოუსწორებელი შეცდომა იქნება - სები
views 878
უკან

2019 წლიდან საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და იურიდულ პირებს 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხის აღება აეკრძალათ. ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში მიღებული ცვლილება უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობისგან მოსახლეობისა და ბიზნესების დაცვას ისახავს მიზნად.

დღეს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით.

„მე რამდენადაც ვიცი, 200,000-ლარიანი ჭერის ჩამოწევა არ განიხილება და თუ მოხდა, ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ლარიზაციის პოლიტიკა ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს. „მასზე გავლენას ახდენს პანდემია და პანდემიის გამო შემცირებული სავალუტო შემოდინებები“, - დასძინა მარეგულირებელმა.

ცნობისთვის: ფიზიკურ და იურიდულ პირებს 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხის აღება, ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით აეკრძალა.