მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ფასი სავარაუდოდ, 20-25 თეთრით გაიზრდება - "ვისოლის" გენერალური დირექტორი

61fd031b2cf7b
მარიამ ვარადაშვილი
04.02.22 14:41
4346
“ვისოლის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში საწვავზე ფასი გაიზრდება. როგორც მან “ანალიტიკაში” განაცხადა, დეკემბერის იმპორტის საშუალებით ამ დრომდე ფასს იანარჩუნებენ, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე იმდენად გაიზარდა ნავთობის ფასი, რომ იმპორტიორ კომპანიებს არსებული ფასის შენარჩუნება გაუჭირდებათ. მისივე თქმით, ნავთობზე ფასი ისეა გაზრდილი, რომ ლარის დოლართან მიმართებით გამყარება ვერ აბალანსებს.

“განსაკუთრებით იანვრის პირველი რიცხვებიდან დაფიქსირდა ფასის მყისიერი ზრდა. არსებული დეკემბრის მარაგები საშუალებას გვაძლევდა, რომ არ მოვახდინეთ იანვარში და თებერვლის პირველი დღეებში ფასის კორექტირება და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფასები არსებული რეზერვებიდან გამომდინარე. მაგრამ ეს მარაგები ულევი არ არის და ისინი დროის გარკვეულ პერიოდში უკვე ამოიწურება. საერთაშორისო ბაზარზე ასეთი ფასის პირობებში ბაზარი გარდაუვალი გადაწყვეტილების წინაშე დადგება. ანუ ჩვენთვის ფასის მომატება გარდაუვალი იქნება, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს, თუმცა დღესდღეობით ფასის სტაბილურობას ვინარჩუნებთ”,-აცხადებს ხორავა.

“ვისოლის” გენერალური დირექტორი ასევე ამბობს, რომ საწვავზე ფასი შესაძლოა ჯამში 25 თეთრამდე გაიზარდოს, თუმცა ეს მყისიერად არ მოხდება. ის ფასის მატებას თებერვლის ბოლოდან პროგნოზირებს.

“არსებული რეალიზაციის პირობებში ალბათ ყველაზე მაქსიმუმ თებერვლის შუა რიცხვებიდან, დაახლოებით 1-2 კვირის პერიოდში უკვე გარადაუვალი იქნება ფასის შენარჩუნება. იცით რომ საქართველოში იმპორტის ციკლი 2-3 კვირიანია. ამ შემთხვევაში ეს ციკლი გაგძელდა იმის გათვალისწინებით, რომ იანვარი გაყიდვების კუთხით აქტიური თვე არ იყო, რაც ზოგადად ასეა. ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენი 2-3 კვირიანი ციკლი გაზრდილიყო. მაგრამ ეს დრო უსაზღვრო არ არის და ნებისმიერ შემთხვევაში ფასის კორექტირება მოგვიწევს. ეს არითმეტიკაა და აქ კომპანია ვერაფერს გააკეთებს. 100-150 დოლარით ფასის ზრდა (ნავთობპროდუქტებზე) ეს მინიმუმ 20-25 თეთრიანი სხვაობაა ლიტზე, რომელიც გაიზარდება. თუმცა ეს ერთ დღეში არ მოხდება, არამედ ეტაპობრივად. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პერიოდში საერთაშორისო ბაზარი შემობრუნდება და წლის დასაწყისში არსებული ზრდის ტრენდი აღარ გაგრძელდება. ზოგადად, თუ ავიღებთ იმ ნიშნულს, რითაც მოხდა წლის დასაწყისიდან 4 თებერვლამდე ცვლილება, დაახლოებით ეს ნიშნულია [20-25 თეთრი], მიუხედავად ლარის გამყარებისა, შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 20 თეთრიანი ნიშნული იქნება. [ლარი რომ არ გამყარებულიყო] ეს ნიშნული უფრო მეტი იქნებოდა”,-ამბობს ხორავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები