16.მაისი .2022 15:18

საწვავის ფასი უნდა შემცირდეს, დღესვე გვექნება შეხვედრა კომპანიებთან - მინისტრი

საწვავის ფასი უნდა შემცირდეს, დღესვე გვექნება შეხვედრა კომპანიებთან - მინისტრი
views 1222
უკან

მთავრობა ნავთობკომპანიებს საწვავის საცალო სარეალიზაციო ფასის შემცირებისკენ მოუწოდებს. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ ბაზრის წინასწარი მოკვლევა დასრულდა და მის შესახებ შაბათს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეხვედრა გამართა.

მინისტრის თქმით, მთავრობა კომპანიებს საწვავის სარეალიზაციო ფასის შემცირებისკენ მოუწოდებს, რის შესახებაც დღეს სპეციალური შეხვედრაც იგეგმება.

“კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი და აქვს საინტერესო მიგნებები. ეს ჩვენ შაბათს განვიხილეთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე. ეს წარმოაჩენს, რომ ბაზარზე ღიად არსებული საცალო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება და ის ეფექტი, რაც იყო ზრდის, არ არის თანხვედრაში გაძვირებასთან საერთაშორისო ბაზარზე. ყოველ შემთხვევაში მას ჰქონდა ინერცია და ეს იყო რამდენიმე კვირიანი, მაგრამ ეს არ აისახა წანაცვლებით ტაბლოებზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა ამ შემთხვევაში საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ასევე იმპორტიორებთან.

პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი და რამდენიმე დღე ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, იმისთვის რათა მოკვლევის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით მყარ არგუმენტებს, რაც მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდვე უნდა შემცირდეს. ამ კუთხით ჩვენ დღესვე გვექნება შეხვედრა ერთ ჯგუფთან. რამდენიმე შეხვედრა გვექნება კიდევ კვირის განმავლობაში,”- განაცხადა დავითაშვილმა.

16 მაისის მდგომაროებით, რეგულარის მარკის საწვავი 3.65-3.74 ლარის; პრემიუმი 3.98-3.99 ლარის ფარგლებში; სუპერი კი 4.10-4.13 ლარის ფარგლებში ივაჭრება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა