მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გახდა

64071edcf3347
გიგა ბენია
07.03.23 15:27
1032

პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია. ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ იყო.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი მისივე პარტია „მოქალაქეებმა“ წარადგინა. 

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში, დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ. ყველას, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემ მიმართ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ.

2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. „ქართულმა ოცნებამ“ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირდა ოპოზიციის ნაწილიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები