მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველი: მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგით ნაბიჯები დეესკალაციისკენ!

5fa86d9d0e8f2
BM.GE
09.11.20 02:06
797
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შსს-ს მიერ ცესკოსთან ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. ლომჯარია წერს, რომ არსებულ ვითარებაში აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ვითარების დეესკალაციისთვის ნაბიჯები გადადგას. 

"მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებილივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა!

მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად!

მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია,"- წერს სახალხო დამცველი.

ცესკოსთან შეკრებილმა ოპოზიციის ლიდერებმა აქციის გაგრძელება ხვალ, 18:00-ზე რუსთაველის გამზირთან დაანონსეს. დღეს ღამით, ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა პროპორციულად გამოიყენეს, ამასთან ვახტანგ გომელაურის მოადგილე, კახაბერ საბანაძე ცრემლსადენი გაზის გამოყენებას უარყოფს.