მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო კომპანიებს ეკონომიკისთვის შესაძლოა "ბუსტერის" როლი ჰქონდეთ - კოვზანაძე

616523d8945ea
თელარა გელანტია
11.10.21 23:20
1200
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა „გვჭირდება და გასაკეთებელია“.

ამის შესახებ მან Forbes Georgia-ს და bm.ge-ის მთავარი რედაქტორების გიორგი ისაკაძის და თელარა გელანტიას ახალ რუბრიკა - #რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო კომპანიების რეფორმირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მომავალის წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებთან ერთად, საქართველოსთან ახალი პროგრამის დაწყებისას ყურადღებას მიაქცევს და „გარკვეული მოთხოვნები ექნება“.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც საპარტნიორო ფონდს ვხელმძღვანელობდი, სახელმწიფო საწარმოების პარტნიორი და მათ დეტალურად ვიცნობ; კვარტალში ერთხელ ვისმენდი ყველა ორგანიზაციის ანგარიშს - იქნებოდა ეს საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა თუ სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებში პოზიტიურად არის შეფასებული საჯარო ფინანსების რეფორმა - ხაზგასმულია გამჭვირვალობა, მაგრამ სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით, IMF ამბობს, რომ ბევრია გასაკეთებელი და ნაბიჯები გადადგმული არ არის. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გვჭირდება და ეს გასაკეთებელია.

სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს. ამავე დროს როდესაც კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ამ ორგანიზაციებს - სახელმწიფო კომპანიებს ეკონომიკისთვის შესაძლოა "ბუსტერის" როლი ჰქონდეთ - დაუკვირდით, რას ვამბობ; გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა და ნავთობის და გაზის კორპორაცია არის უზარმაზარი სახალხო სიმდიდრე. ამ საწარმოებს რეფორმირება სჭირდება და ეს ისე უნდა მოხდეს, რომ სახალხო სიმდიდრე სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ იყოს... სავალუტო ფონდს მსგავსი რეფორმების უზარმაზარი გამოცდილება აქვს აღმოსავლეთ ევროპაში და ტექნიკურ მისიას შეუძლია გაწეროს, როგორ შეიძლება რეფორმირება“, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.