მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები

600722d162566
თათია კაკიაშვილი
20.01.21 00:14
1024
ნავთობი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ყველა სფეროში, საწვავის ტრანსპორტირებიდან დაწყებული კოსმეტიკური საშუალებებით დასრულებული. სწორედ ამ მიზეზით, მრავალი ქვეყნის ხელისუფლება ნავთობის მარაგების ნაციონალიზაციას ახდენს, რითაც უფრო მეტად აკონტროლებს ნავთობის რეზერვებს და შემოსავლის დამატებით ნაკადებზე წვდომასაც ახერხებს, თუმცა ზოგადად, ნაციონალიზაცია ხშირად გულისხმობს ეროვნული ნავთობკომპანიის შექმნას, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ საქმიანობას აკონტროლებს.

Visual Capitalist-ი გვთავაზობს მსოფლიოს უდიდესი და გავლენიანი სახელმწიფო ნავთობკომპანიების სიას. გამოცემის ინფორმაციით, ეროვნული ნავთობკომპანიები გლობალური ენერგეტიკული სექტორის მთავარი ძალაა, რომლებიც დედამიწის ნავთობის მარაგების, დაახლოებით სამ მეოთხედს აკონტროლებენ. ბევრი ასეთი კომპანია Fortune Global 500-ის სიაში გვხვდება, რომელიც შემოსავლების მიხედვით, მსოფლიოს 500 უდიდესი კომპანიის რეიტინგს მოიცავს.

ამ სიიდან ორი უდიდეს კომპანია Sinopec Group-ი და China National Petroleum Corporation-ი ჩინეთში ოპერირებს. ორივე კომპანია ნავთობპროდუქტების ზედა და ქვედა დინების პროცესებში მონაწილეობს - ზედა დინება მოიცავს ნავთობის ძიებას და მოპოვებას, ხოლო ქვედა - მის გადამუშავებას და განაწილებას.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიებიდან ბევრი საზოგადოებრივ საფონდო ბირჟებზეა წარმოდგენილი - Sinopec-ი, მაგალითად, შანხაის, ჰონგ-კონგის, ნიუ-იორკისა და ლონდონის სავაჭრო ბირჟებზე გვხდება. საინტერესოა ისიც, რომ კომპანიებისთვის საჯარო გამოჩენა შესაძლოა, ეფექტური სტრატეგია აღმოჩნდეს, რადგან ამ გზით ნავთობკომპანიებს საშუალება ეძლევათ, მოიზიდონ კაპიტალი ახალი პროექტებისთვის და, მეორე მხრივ, სამთავრობო კონტროლის შენარჩუნება კვლავ უზრუნველყონ. მაგალითად, Sinopec-ის შემთხვევაში, აქციების 68% ჩინეთის მთავრობას ეკუთვნის. ასევე, Saudi Aramco უკანასკნელი ნაციონალური ნავთობკომპანია იყო, რომელიც სწორედ ამ სტრატეგიას მიჰყვა და 2019 წლის თავდაპირველ შეთავაზებაში თავისი ბიზნესის 1.5% შეადგინა. Visual Capitalist-ის ცნობით, თითო აქციაზე, დაახლოებით 8.53 დოლარით, კომპანია Aramco–ს საწყისმა საჯარო შეთავაზებამ (IPO-მ) 25,6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც ისტორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პირველად საჯარო შეთავაზებას (IPO-ს) წარმოადგენს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ იმის გამო, რომ სახელმწიფო ნავთობკომპანიები პირდაპირ კავშირში არიან თავიანთ მთავრობებთან, ისინი ზოგჯერ შეიძლება გეოპოლიტიკური კონფლიქტების მიზეზი გახდნენ. მაგალითად, ვენესუელაში, ნიკოლას მადუროს კიდევ ერთი ვადით გაპრეზიდენტებას მოჰყვა აშშ-ის სანქციების დაწესება ვენესუელას მთავრობის, ცენტრალური ბანკისა და ნავთობკომპანია Petróleos de Venezuela-ს წინააღმდეგ. ნავთობკომპანიას ყოველდღიური წარმოება შეუმცირდა. შედეგად, ვენესუელას სანქციების ზეწოლა განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა - 2016 წლიდან Petróleos-ში, სადაც ნავთობის 95% ექსპორტზე გადის, ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივები სულ უფრო რთულდება.

ისეთი ნავთობკომპანიების სიაში, რომლებსაც ამერიკის სანქციები ეხებათ, გვხვდება რუსული Rosneft-ი და ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიაც. Rosneft-ს აშშ-ის სანქცია 2020 წელს ვენესუელას ნავთობის ექსპორტის ხელშეწყობის გამო დაუწესდა, ხოლო ირანის ნავთობის ეროვნული კომპანია მიზნად ისახავდა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ფინანსური დახმარების აღმოჩენას, უცხოეთის ტერორისტულ ორგანიზაციად დანიშნული სუბიექტისთვის.

როგორც Visual Capitalist-ი წერს, საგულისხმოა კიდევ ერთი ბუნებრივი ფაქტორიც: წიაღისეული საწვავის დანარჩენი ინდუსტრიის მსგავსად, სახელმწიფო ნავთობკომპანიებიც განიცდიან კლიმატის ცვლილების შედეგებს. რაც დრო გადის, ბევრ მთავრობას უნდა, დაადგინოს ბალანსი ეკონომიკურ ზრდასა და გარემოს დაცვას შორის. მაგალითად, ბრაზილია უკვე აღმოჩნდა ამ დილემის წინაშე - ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოჰყვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული უარყოფითი პოზიციის გამო. 2020 წლის ივნისში, ევროპული საინვესტიციო კომპანიების ჯგუფს, რომლებიც აქტივებით წარმოადგენდნენ 2 ტრილიონ დოლარს, ბრაზილიიდან გაძევება ემუქრებოდა, თუ ჯგუფი ამაზონის ტროპიკული ტყეების დასაცავად მეტს არ გააკეთებდა. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ 2020 წლის დეკემბერში, ბრაზილიის ნავთობკომპანია Petrobras-მა პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიას 25%-ით შეამცირებდა.

ამ დაპირებით, Petrobras-ი შეუერთდა სახელმწიფო ნავთობკომპანიების მზარდ სიას, რომლებმაც საზოგადოების წინაშე გარკვეული ვალდებულებები აიღეს. კიდევ ერთი მაგალითია მალაიზიის მთავრობის მფლობელობაში არსებული Petronas-ი, რომელმაც 2020 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ 2050 წლისთვის ნახშირბადის ნულოვანი გამოყოფის მიღწევას აპირებს.

გეოპოლიტიკური კონფლიქტების, ეკოლოგიური პრობლემებისა და ფასების რყევების გარდა, სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ნავთობკომპანიებს, სავარაუდოდ, ათწლეულების განმავლობაში უფრო მკაცრი გარემო შეექმნებათ. მაგალითად, Petronas-ისთვის, 2050 წლისთვის დადებული ვალდებულებების შესრულება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას.

ამასთან, კომპანია მზის ენერგიის მხარდამჭერ უამრავ პროექტში მონაწილეობდა და წყალბადის საწვავზე საკუთარი ინტერესებიც გამოხატა. ხოლო ჩინეთის ნავთობკომპანიებს უფრო მოკლევადიან საფრთხესთან აქვთ საქმე. 2020 წლის ნოემბერში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ ჩინეთის სამი სატელეკომუნიკაციო კომპანიის ჩამოშორების შესახებ განაცხადა. ამ მხრივ, საინტერესოა ანალიტიკოსების პროგნოზიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბირჟიდან შესაძლოა ისეთი ნავთობკომპანიაც გაქრეს, როგორიცაა Sinopec-ი, რადგან ამ კომპანიას ჩინეთის სამხედროებთან კავშირს ედავებიან.