მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი ფორმით არ უნდა მოხდეს - ხუციშვილი

60c3790eb4950
ინგა მურუსიძე
11.06.21 23:00
571
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი ფორმით არ უნდა მოხდეს. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოები უნდა მივიდნენ იმ ფორმამდე, რომ მოხდეს მათი პრივატიზაცია.

„გამოითქვა მოსაზრება, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია. საბოლოო მიზანი შეიძლება იყოს მათი პრივატიზაცია, მაგრამ პრივატიზაცია არ უნდა მოხდეს ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი ფორმით. პრივატიზაცია უნდა მოხდეს ყველაზე გამჭვირვალე ფორმით და ამაზე გამჭვირვალე ფორმა ბუნებაში არ არსებობს, როცა პრივატიზაცია ხდება საფონდო ბირჟის მეშვეობით, შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოების აქციების გამოშვებით.

იმისათვის, რომ სახელმწიფო საწარმოები მზად იყვნენ საფონდო ბირჟაზე გასასვლელად, რათა დააკმაყოფილონ გამჭვირვალების, მართვის სტანდარტი და ა.შ. საჭიროა რეფორმა. სწორედ ამისთვის არის საჭირო მივიყვანოთ საწარმოები იმ ფორმამდე, რომ მოვახერხოთ მათი პრივატიზაცია. პრივატიზაციის თვითმიზანი არ უნდა იყოს, რომ პრივატიზაცია განხორციელდეს პრივატიზაციისთვის, პრივატიზაცია უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ სწორედ მოხდეს ამის პრივატიზაცია, სწორი ფორმით და გამჭვირვალედ“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.