სახელმწიფო რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტის კონკურენტული დისბალანსის გამოსასწორებლად, ხორბლის იმპორტიორებსა და ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ხორბლის იმპორტის სუბსიდირების ალბათობასაც უშვებს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ფქვილის და ხორბლის ფასებთან დაკავშირებით დღემდე სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გვაქვს. ჩვენ მათ კონკრეტული წინადადება შევთავაზეთ. ისინი განიხილავენ მას და საბოლოოდ შევთანხმდებით ამ მიმართულებით საკითხის გადასაწყვეტად რა ღონისძიებებს გავატარებთ. ჩვენი შეთავაზებაა ხორბლის ნაწილში სუბსიდირება, რათა ფასი (ფქვილის და ხორბლის იმპორტის) კონკურენტული გახდეს და წისქვილებმა მუშაობა კონკურენტულ გარემოში შეძლონ“, - განაცხადა მინისტრმა.
BM.GE-ის კითხვაზე - სუბსიდირების მექანიზმის მაგივრად, რამდენად შესაძლებელი იყო დარგის მიერ შეთავაზებული რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე სარკისებრი გადასახადის დაწესება, მინისტრმა უპასუხა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„მე არ მითქვამს, რომ სუბსიდირება განხორციელდება, განვიხილავთ სხვადასხვა ვერსიას და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ქვეყნისთვის და სექტორისთვის ოპტიმალური იქნება“, - განმარტა შამუგიამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეისთვის ქვეყანაში 50 000 ტონა ხორბლის მარაგია, შეუფერხებლად ხორციელდება ხორბლის და ფქვილის იმპორტიც.
ცნობისთვის, BM.GE-სთან საუბრისას მეხორბლეთა ასოციაციაში აცხადებდნენ, რომ მათ სუბსიდირება არ სჭირდებოდათ, თუმცა სხვა რა ახალ მოდელს სთავაზობენ მთავრობას, საჯაროდ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში არც ამაზე საუბრობდნენ. თუ მთავრობა მათ შეთავაზებას დათანხმდება, კერძო სექტორი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ქვეყანაში ხორბლის საკმარის მარაგს შექმნის და ისეთ ფასად მიაწვდის ფქვილს მეპურეებს, რომ პურზე ფასის ზრდა არ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 3.7 მლნ დოლარის ღირებულების 11 762 ტონა ხორბლის და მესლინის იმპორტი განხორციელდა. საიმპორტო მოცულობები წინა წლის იანვართან შედარებით თითქმის 60%-ით არის შემცირებული. 2022 წლის იანვარში ფქვილის იმპორტი კი გაიზარდა და ქვეყანაში 3 მლნ დოლარის ღირებულების 8 961 ტონა ფქვილი შემოვიდა. მთავარი საიმპორტო ქვეყანა ორივე პროდუქტთან მიმართებით რუსეთია (ფქვილი - 2.9 მლნ დოლარი, 8 889 ტონა; ხორბალი - 3.6 მლნ დოლარი, 11 396 ტონა). მეხორბლეთა ასოციაცია და დარგის სხვა წარმომადგენლები 2021 წლის სექტემბრის შემდეგ მათ წინაშე მდგარ გამოწვევაზე საუბრობენ და სახელწმიფოს დახმარებას სთხოვენ. რამდენიმე წისქვილკომბინატმა კი ხორბლის იმპორტის შემცირების შედეგად წარმოება ან გააჩერა, ან ფქვილის იმპორტზე გადაეწყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი