მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფომ შესაძლოა მოთხოვნების ნაწილზე უარი თქვას” - "ჯორჯიან ეარვეისი"

61e9726bb11d1
ანუკა ჯოხაძე
21.01.22 00:30
912
ეკონომიკის სამინისტროში ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც BLC- ის პარტნიორი და “ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენელი, გიგა ბათლიძე BM.GE-თან აცხადებს, შეხვედრაზე განხილული იყო სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის მხრიდან შესაძლო დახმარება. ცნობისთვის, "ჯორჯიან ეარვეისი" გაკოტრება/რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა. კომპანიას 16 ათასი მგზავრისა და ათობით კომპანიის ვალი აქვს, რაც 176 მილიონი ლარს უტოლდება. კომპანიის მენეჯმენტი ამ ეტაპზე რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობს, რომელიც მზად ორ თვეში იქნება.

გიგა ბათლიძის თქმით, დახმარებაში არ იგულისხმება, სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის წილის შესყიდვა, მისი თქმით, შესაძლოა საუბარი იყოს მოთხოვნების ნაწილზე უარის თქმაზე ან მათ რესტრუქტურიზაციაზე.

“დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა, არ მაძლევს შთაბეჭდილებას, რომ რაიმე სახის ე.წ bailout (სახელმწიფოს მხრიდან წილის შესყიდვაზე) იყოს საუბარი. ის, რაც ამ კუთხით გაჟღერდა ბოლო დღეებში, შემიძლია გითხრათ, რომ არ არის კომპანიის ოფიციალური პოზიცია და ამაზე კომპანია არ საუბრობს”, - აცხადებს BLC-ის პარტნიორი და “ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენელი გიგა ბათლიძე.

BM.GE-ის ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა სამინისტროში, სადაც უფრო კონკრეტული ინფორმაცია გაჟღერდება იმის შესახებ თუ რა ნაწილში ექნება "ჯორჯიან ეარვეისს" სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, მომავალი კვირის დასაწყისშია ჩანიშნული.