მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემიდან, კერძოდ, სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიიდან და სსიპ-ებიდან და შპს-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სახით, გაცემულია 8 588 737.18 ლარია გაცემული.
აღნიშნული ინფორმაცია BMG-მ ეკონომიკის სამინისტროდან წერილობით გამოითხოვა.
BMG-ს კონკრეტული კითხვების მიუხედავად, მარიამ ქვრივიშვილის უწყებაში არ დაგვიკონკრეტეს, რამდენი ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან, თუმცა როგორც წერილობით პასუხში ნათქვამია, ჯამურად, 2 422 საშტატო ერთეული გაუქმდა. დიდი ალბათობით, ამდენივე დასაქმებული გაათავისუფლეს სამსახურიდან.
როგორც მარიამ ქვრივიშვილის უწყებიდან მიღებული წერილობითი განმარტებიდან ირკვევა, შტატების ოპტიმიზაციის მიზნით, ენერგეტიკული საწარმოებიდან შემცირდა 979 საშტატო ერთეული, “საქართველოს რკინიგზიდან” - 1 100 საშტატო ერთეული, ხოლო სსიპ-ებიდან და სხვა კომპანიებიდან - 343 საშტატო ერთეული, რაც ჯამში 2 422 შტატია.




























