მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფომ ბერკეტი არ მაქვსო... ენერგო ქურდი, ქურდი არ არის?!“ - სვანეთის მკვიდრი მაინინგზე

61cdae8791009
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.21 17:19
787
მესტიას ელექტრომომარაგება კვლავ არასტაბილურად მიეწოდება. როგორც ცნობილია, მიზეზი გაზრდილი ელექტრომოხმარებაა. თავის მხრივ, ეს გამოწვეულია იმით, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, რის გამოც ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში კრიპტოვალუტის მაინინგი გაიზარდა. პრობლემა განსაკუთრებით მიმდინარე წელს გამძაფრდა, რა დროსაც ენერგომომარაგება არამხოლოდ მოსახლეობას, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოებს, საბაგიროებს და სასტუმროებსაც შეეზღუდათ.  

მესტიის მკვიდრი ნარგიზ ნიგურიანი აცხადებს, რომ ადგილობრივები ღირსები იქნებიან თუ ელექტროენერგიის გადასახადს დაუწესებენ, რადგან მაინიგის საკითხი სხვაგვარად ვერ მოგვარდება. „ტვ პირველთან“ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციის შემდეგ, რადგან ადგილობრივებმა ხელისუფლების მხრიდან პრობლემის მოგვარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები ვერ დაინახეს, მაინინგ ფერმების გამორთვის საკითხი ხატზე დაფიცებით გადაწყვიტეს.

"როდესაც სახელწმიფოს სამართალი უძლურია, სვანები ძალაუნებურად ღვთის სამართალს მიმართავდნენ ხოლმე, რომლის გაცილებით მეტი რიდი და რწმენა იყო და ვაი, იმას, ვისაც სიცრუეზე მოუწევს დაფიცება, ეს ძალიან ავნებს შთამომავლობას. სხვა გზა ვერ მოვნახეთ.

სახელმწიფო რომ გეუბნება, მე არანაირი ბერკეტი არ მაქვს, მე რომ ქურდობის მცდელობა მქონდეს ასანთის კოლოფზე რომ წამიცდეს ხელი, ჩამაყუდებენ იქ, სადაც წესია, მაგრამ ენერგო ქურდი, ქურდი არ არის?! როდესაც 19 რეგიონის ენერგიას მოიხმარს ერთი რეგიონი და 7-ის ნაცვლად 27-ს, სად მიდის ეს? პიკურ რეჟიმში როდემდე უნდა იმუშაოს ამ ენერგო მატარებლებმა?!

ახლა ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დააწესებენ გადასახადებს და კარგიც იქნება ვინც შეგნებაზე უარი თქვა. არამარტო სახელმწიფო სცოდავს, მოსახლეობაც სცოდავს. რადგან კეთილი სიტყვით არ შეიგნეს, რომ გაეჩერებინათ ეს საქმიანობა, კი კარგია იოლი ფული, მაგრამ სინდის-ნამუსი სად წავიდა, მართლა გაიყიდა ყველაფერი?! რომ დაუწესებენ გადასახადს, მერე ისწავლიან გამორთვასაც და აღარ უღირდეთ იქნება. (სტილი დაცულია)“, - განაცხადა ნარგიზ ნაგურიანმა.