მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ალექსი ახვლედიანი უხელმძღვანელებს

646b6074b5ebc
ვიქტორია მღებრიშვილი
22.05.23 16:41
1687
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ალექსი ახვლედიანი დაინიშნა, რომელიც სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

უწყების ცნობით, ალექსი ახვლედიანს დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო-ეკონომიკური ფაკულტეტი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. რაც შეეხება გამოცდილებას, ის სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი დირექტორი არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორიც.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი უწყებისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის დირექტორის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა აღნიშნული პოსტი დატოვა. მიზეზი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სამსახურში გადასვლა იყო.

სააგენტოს დირექტორის პოსტზე კი ვაკანსია HR.gov.ge-ზე უკვე გამოცხადდა. გამოქვეყნებული პირობების თანახმად, სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,680 ლარით განისაზღვრება. წინადადებების მიღება 9 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

2023 წლის 1-ლი მაისიდან სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას დირექტორის პირველი მოადგილე, პავლე გრებენი ასრულებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები