მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვრების გახსნა ინფიცირების მკვეთრ მატებას არ გამოიწვევს - თენგიზ ცერცვაძე

5f2027489812b
ინგა მურუსიძე
28.07.20 17:35
1924
"იმდენად მდგრადია გადადგმული ნაბიჯების შედეგი, რომ საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგად  ინფიცირების მკვეთრ მატებას არ ექნება ადგილი", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი გამოცდა, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის და არა მარტო ჯანდაცვის სისტემემ უნდა გაუძლოს, ეს სწორედ საერთაშორისო საზღვრების გახსნა და საერთაშორისო ტურზმის აღდგენაა.

„ყველა დანარჩენ გამოწვევას და შეზღუდვის მოხსნას ჩვენ უკვე გავუძელით და სისტემა გამოდგა მდგრადი. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, ამის თქმა გარანტირებულად არავის შეუძლია. ჯერ ეს გამოცდა მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჩაუბარებია. ან არ გაუხსნიათ საზღვრები ან თუ გახსნეს ძალიან სავალალოდ დამთავრდა მათთვის ეს მდგომარეობა.

ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში ღონიძიებები გატარებული იყო იმდენად დროულად, იმდენად რაციონალურად და შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორიო საზღვრების გახსნის შემდეგად  ვირუსის მკვეთრ მატებას არ ექნება ადგილი“, - განაცხადა ცერცვაძემ.