მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზმაუს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა – ზაზა აბაშიძე

5f3ba1aee483a
BM.GE
18.08.20 13:34
826
საზმაუს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა, ზაზა აბაშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე სიტუაციას მოგახსენებთ. სამეურვეო საბჭოს შეხვედრა ამ დრომდე მიმდინარეობს. ვასილ მაღლაფერიძემ ჩვენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივი, წინასაარჩევნო პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პოტენციური რეპუტაციული ზიანის აცილება იყო, რაზეც ვრცლად, თავის ოფიციალურ განცხადებაში უწერია. ასევე, ჩვენი კითხვების პასუხად, მან დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ყოფილ დირექტორთან შეხვედრა ცოტახნის წინ დასრულდა. დროებით მოვალეობის შემსრულებლად, მისი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა. ამ დროისთვის, სულ ეს არის",– წერს ზაზა აბაშიძე.

შეგახსენებთ, ვასილ მაღლაფერიძემ დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.