მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოების დაკვეთა არის საპარლამენტო გზა და არა ქუჩა - თურნავა

5fb64928b36f5
ინგა მურუსიძე
19.11.20 14:26
556
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოში, ზოგიერთი ოპოზიციონერი წარსულშია ჩარჩენილი.

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოუხმობს კეთილგონიერებას და პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ბრძოლაში გადაიტანს.

ნათია თურნავას თქმით, სწორედ ეს არის საერთაშორისო პარტნიორების და მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაც.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს და ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლა, დებატები, გადაიტანონ საპარლამენტო ფორმატში. მათ "ერთხელ ნანახი ფილმის ხელახლა ნახვის“ მეტაფორით ირიბად თქვეს, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი, განსაკუთრებით ულტრარადიკალური ნაწილი, ჩარჩენილია წარსულში და საზოგადოებრივი დაკვეთა არის სხვა.

საზოგადოებრივი დაკვეთა არის ევოლუცია, მშვიდობიანი განვითარება, საპარლამენტო გზა და არა ქუჩა, ამიტომაც ჩვენი და ჩვენი ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველიც მივიდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე და არ გავიდა მასობრივად ქუჩაში და რაც უფრო მალე მიხვდებიან, თუ რა არის მათივე ამომრჩევლის დაკვეთა და მთლიანად ქართული საზოგადოების, მით უფრო მეტად ადეკვატურები იქნებიან ისინი და დარჩებიან პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.