მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების სურვილი ერთ თვეში 17 000-მა ადამიანმა გამოხატა - მინისტრი

624adefcdd2ad
ალა ისპირიანი
04.04.22 16:49
862
„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროექტი პირველ მარტს დავიწყეთ, ერთი თვე გავიდა და გვაქვს შედეგი, რომ დაახლოებით 20 000 ვაკანსიაზე ინტერესი გამოხატა 17 000-მა ადამიანმა, უკვე დაკონტრაქტებულია 2 900-ზე მეტი პირი. ძალიან გვიხარია ეს შედეგი“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან დასაქმებულები.

„ისინი დასაქმებულები არიან ისეთ სამუშაოებზე, როგორიცაა ბაღში დამხმარე, ასევე საოფისე სამუშაოები, სხვადასხვა სატყეო სამუშაოები, მუშაობენ ტერიტორიების კეთილმოწყობისა და გამწვანების მიმართულებით და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებზე ინფრასტრუქტურის კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია. სოციალურად დაუცველი პირი, დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული და საქმიანობის ფორმალიზებას მოახდენს. ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, ასევე საქმიანობის ფორმალიზება ჯამში 2 300-ზე მეტმა პირმა აირჩია.