ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, მარეგულირებელი ბაზარზე სავალუტო ინტერვენციებს განსაზღვრული წესის მიხედვით ახორციელებს. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ 28 აპრილს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასაშუალებების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამ ნაწილში სებ-ის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს შეეხებოდა.
კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სებ-ი მცირე ინტერვენციების მიდგომას იზიარებს და ამის დასტურად 1 თებერვლიდან ამოქმედებული BMatch პლატფორმა დაასახელა.
„ჩვენ ავამოქმედეთ BMatch-ის პლატფორმა, სადაც მცირე რაოდენობით ინტერვენციები წესების მიხედვით ხორციელდება და თუ დღის განმავლობაში გარკვეულ ზღვარს გადასცდა ის კურსები, რომელიც დაფიქსირებულია ამ შემთხვევაში, ერევა ეროვნული ბანკი და ეს პლატფორმა საკმაოდ ბევრჯერ გამოიყენა.
დღეს დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება გვქონდეს სიტუაცია, რომ უცხოურ ვალუტაში ნაკლები ლიკვიდობა იყოს, ვიდრე ეს ბაზარს აქვს. ამ დროს ჩარევა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ საბაზრო მექანიზმების მოქმედება ყოველდღიური გახდა, ეს საბაზრო ურთიერთობებს შეასუსტებს, რაც სისტემისთვის ცუდი იქნება და რისკების დაგროვებას შეუწყობს ხელს. ეს შეასუსტებს ბაზრის უნარს, მოახდინოს მოთხოვნა - მიწოდების ბუნებრივად ბალანსირება. ეროვნული ბანკი მცირე მოცულობებით ჩარევას იმ წესის მიხედვით ახორციელებს, რომელიც მას აქვს“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი