მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სებ-ის უშეცდომო მონეტარული პოლიტიკის გარეშე, საქართველოში ეს დახმარება არ მოვიდოდა”- გვენეტაძე

61bb45661d962
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.21 23:30
384
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, რომ არა “ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უშეცდომო მონეტარული პოლიტიკა”, საქართველო ვერ მიიღებდა იმ დახმარებებს, რაც ქვეყანას საერთაშორისო დონორებმა 2020 წელს, პანდემიის პირველი ტალღის დროს დაუმტკიცეს.

საუბარია დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დახმარებების პაკეტზე, რაც საქართველოს წინა მთავრობამ საერთაშორისო დონორებთან 2020 წლის პირველ ნახევარში გააფორმა.

“სებ-ის სწორი და ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ და ეკონომიკურმა გუნდმა უპრეცედენტოდ მაღალი დახმარება მოიზიდა, რომელიც შარშან ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად დაიხარჯა და რომელიც იხარჯება წელს და ნაწილობრივ შემდეგ წელსაც დაიხარჯება.

ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უშეცდომო მონეტარული პოლიტიკის გარეშე ეს დახმარება ქვეყანაში ვერ მოვიდოდა,”- პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.