საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს 40 მილიონი დოლარის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
სებ-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სავალუტო აუქციონზე ერთი დოლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2237 შეადგინა. თუ რა ეფექტი ექნება ამ ინტერვენციას ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზე 17:00-ზე გახდება ცნობილი.
ეს 2020 წლის რიგით მეცხრამეტე სავალუტო ინტერვენცია იყო. ჯამურად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ აუქციონებზე $609.65 მილიონი გაყიდა.
დეტალურად, გაცვლითი კურსის რა ცვლილებას იწვევდა თითოეული ეს აუქციონი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.