30.ნოემბერი .2022 21:00

სებ-მა ოქტომბერში $99 მილიონი დოლარი შეისყიდა

სებ-მა ოქტომბერში $99 მილიონი დოლარი შეისყიდა
views 704
უკან

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში სებ-მა Bmatch-ის მეშვეობით $99.4 მილიონი შეისყიდა. ეს სექტემბრის განმავლობაში შესყიდულ $42.7 მილიონზე ორჯერ მეტი იყო. 

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ოპერაციებს ახორციელებს როგორც სავალუტო ინტერვენციების, ასევე Bmatch პლატფორმის მეშვეობით. სავალუტო ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება იმავე დღესვე, ხოლო Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის სტატისტიკა ყოველთვიურ ჭრილში ახლდება.

შესაბამისად, ჯამურად, აგვისტოში სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციები დოლარის შესყიდვის მიმართულებას ატარებდა.

რაოდენობრივად, ყველაზე დიდი მოცულობის თანხა Bmatch-ით სებ-მა ივლისში შეისყიდა, რაც 110 მილიონ დოლარს შეადგენდა. 

უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა 4.38 მილიარდი დოლარია. ბოლო 6 თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 500 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა