ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მისი კუთვნილი ბიზნესების ნაწილი მის საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” საკუთრებაში გადაიტანა. ეს ცვლილება შეეხო ექსპრემიერის საკუთრებაში მყოფ “ქართუ ბანკსაც”, რომელიც საქველმოქმედო ფონდის საკუთრება გახდა. საკითხთან დაკავშირებით BMG-იმ ეროვნულ ბანკსაც მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ “ქართუ ბანკმა” მესაკუთრის ცვლილებისთვის მათგან მიიღო ნებართვა. ამასთან, სებ-ში განმარტავენ, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციას კომერციული ბანკის ფლობას უზღუდავს.
“ნებისმიერი ცვლილება მიუხედავად იმისა, შედეგად იცვლება თუ არა ბენეფიციარი მესაკუთრე, საჭიროებს ეროვნულ ბანკში მომართვას და შესაბამისი თანხმობის მიღებას. ქართუს შემთხვევაშიც ასე მოხდა. რაც შეეხება, საქველმოქმედო ფონდის მიერ ბანკის ფლობის საკითხს, აღნიშნული არ არის აკრძალული არც ქართული და არც საერთაშორისო პრაქტიკით. ბანკი შეიძლება ეკუთვნოდეთ არაკომერციულ იურიდიულ პირებს,”- განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუ ბანკის” აქტივები 2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით,1.4 მილიარდ ლარს შეადგენს, რითიც ის საბანკო სისტემის რიგით მეოთხე უმსხვილეს მოთამაშეს წარმოადგენს. ბანკის წმინდა ზარალი 2020 წლის 9 თვის განმავლობაში -29.9 მილიონი ლარი იყო, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მისი წმინდა მოგება 18.9 მილიონ ლარს შეადგენდა.
მესაკუთრის ცვლილებამდე “ქართუ ბანკი” სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფს” ეკუთვნოდა, თავისმხრივ სს “ქართუ ჯგუფი” კი რამდენიმე ოფშორული კომპანიის თანასაკუთრებას წარმოადგენს. ბანკის საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრედ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი არის მითითებული.
ახალი კონფიგურაციის მიხედვით კი “ქართუ ბანკის” მესაკუთრე იქნება “საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ”, რომელიც თავისმხრივ სს “ქართუ ჯგუფის” შემადგენლობაში შედის. სს “ქართუ ჯგუფი” რამდენიმე ოფშორული კომპანიის თანასაკუთრებაა, მათი ბენეფიციარი მესაკუთრე კი ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილია.
ამ დროისთვის უცნობია კომერციული ბანკის საქველმოქმედო ორგანიზაციის მფლობელობაში გადასვლას რა ცვლილება მოყვება - ამის შესახებ თავად ბანკს განცხადება არ გაუვრცელებია. შესაძლოა, ეს იყოს ბანკის წმინდა მოგების საქველმოქმედო ორგანიზაციაში მიმართვა, ან საქველმოქმედო მიზნებისთვის თავად ბანკის აქტივების რეალიზაცია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ აქტიურად განიხილებოდა “ქართუ ბანკის” “ლიბერთი ბანკთან” შერწყმის საკითხი, რის შესახებაც განცხადება “ლიბერთის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ გააკეთა. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით როგორც ჩანს კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის