21.დეკემბერი .2022 13:20

სემ ბენკმენ-ფრიდი ბაჰამიდან აშშ-ში ექსტრადიციაზე თანახმაა

სემ ბენკმენ-ფრიდი ბაჰამიდან აშშ-ში ექსტრადიციაზე თანახმაა
views 462
უკან

გაკოტრებული კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი ბაჰამიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციაზე თანხმობას აცხადეს.

ბენკმენ-ფრიდი ბაჰამის პოლიციამ გასულ კვირას დააკავა, რისი მიზეზიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს პირდაპირი მოთხოვნა გახდა.

აშშ-ის პროკურატურის მტკიცებით, კრიპტობირჟის დამფუძნებელს ბრალად ედება თაღლითობა, უფრო კონკრეტულად, მას პროკურატურა სამართალდარღვევის 8 მუხლით ედავება, მათ შორისაა: ფულის გათეთრება, ფინანსური რეგულაციების დარღვევა, ანგარიშგების წარმოების პროცედურების დარღვევა, ფინანსური თაღლითობა, კლიენტების აქტივების მითვისება და ფინანსების არამიზნობრივი განკარგვა.

სასამართლოს მიერ ყველა ზემოჩამოთვლილი მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სემ ბენკმენ-ფრიდს 115 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება, ხოლო FTX მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თაღლითურ ორგანიზაციად კვალიფიცირდება.

მიუხედავად, პოტენციური პატიმრობისა, ბენკმენ-ფრიდი მზადაა აშშ-ში გადაიყვანონ და იქ სასამართლოს წინაშე წარსდგეს.