მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკ–ის თავმჯდომარე: ბუნებრივი გაზის ტარიფები დრამატულად არ შეიცვლება

5db539e98104b
ბექა ბაციკაძე
27.10.19 10:35
869
"წლის ბოლოს ჩვენ მოგვიწევს ბუნებრივი გაზის ტარიფების გადახედვა", - ამის შესახებ სემეკ–ის თავჯდომარე დავით ნარმანიამ, საქმიანი დილის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთი წლის წინ დადგინდა, ამ ეტაპზე კი შესაბამისი დეპარტამენტების მიერ კომპანიების სატარიფო განაცხადების შესწავლა მიმდინარეობს.

კითხვაზე, რა გავლენა ექნება ლარის გაუფასურებას ბუნებრივი გაზის ტარიფზე, დავით ნარმანია პასუხობს, რომ ეს მასზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია, თუმცა არსებობს ტარიფის შემადგენელი სხვა დადებითი კომპონენტები, მაგალითად, დანაკარგების შემცირება და გასანაწილებელი გაზის ზრდის მოცულობა.

"რასაც მე ვუყურებ, თუ პარამეტრები არ შეიცვალა, ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების რაიმე არსებით ზრდას არ უნდა ველოდოთ", - აღნიშნა ნარმანიამ.

ცნობისთვის: ბუნებრივი გაზის მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში გათვალისწინებულია ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.66 ლარის ნიშნულზე. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით კი დღეს 1 აშშ დოლარი 2.95 ლარი ღირს.