საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კომპანია “თელმიკოსა” და “თელასში” შემოწმებაზე 3 თებერვალს შევიდა. მიზეზი სემეკ-ში მოქალაქეების 100-მდე შესული განცხადება გახდა, სადაც აბონენტები ამბობდნენ, რომ მათ ელექტროენერგიის არაადეკვატურად გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ.
როგორც დღეს BM.GE-სთან დავით ნარმანია აცხადებს, დღეს დასრულდება "თელასისა" და "თელმიკოს" შემოწმების ანგარიშის მომზადება და ის დღის ბოლოს უკვე მზად იქნება. მისი თქმით, ძირითადად, დარღვევები კომპანია "თელასშია" აღმოჩენილი, რაც სემეკს მათი დაჯარიმების საფუძველს აძლევს.
“სამუშაო ჯგუფი დღეს ასრულებს "თელასისა" და "თელმიკოს" შემოწმების შესაბამისი ანგარიშის მომზადებას. მომდევნო კვირას კომისია ფიქრობს, რომ მოვისმინოთ ანგარიში და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. დარღვევები არის ნამდვილად, ეს აღმოაჩინა სამუშაო ჯგუფმა. ჩვენ მიზეზების შესახებ ასევე ოფიციალურად მივწერეთ "თელასს" და ველოდებით მათგან არგუმენტაციას და პასუხებს. დღეს დღის ბოლოს იქნება ანგარიში წარმოდგენილი და შეგვეძლება დარღვევებზე ვისაუბროთ. ეს დარღვევები დაჯარიმების საფუძველს გვაძლევს, რაზეც კომისია იმსჯელებს. დარღვევები, ძირითადად, "თელასის" ნაწილში ფიქსირდება", - აცხადებს სემეკის თავჯდომარე დავით ნარმანია.
ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის სხდომაზე მოქალაქეების განცხადებების საპასუხოდ კომპანია “თელასის” კომერციული დირექტორი ლაშა ანთაძე აცხადებდა, რომ სისტემურ პრობლემებს ადგილი არ ჰქონდა.
ამავე სხდომაზე სემეკის თავჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ კომპანიების დაჯარიმება დამოკიდებული იქნება დარღვევების მასშტაბებზე. ამასთან, გასულ წელს კომპანიები დაჯარიმდნენ და მიეცათ გაფრთხილებაც, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმები გასულ წელს გამოყენებული 75 და 50 ათას ლარიანი ჯარიმები გაორმაგდებოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ