მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰესების წინააღმდეგ პროტესტს წერტილი უნდა დაესვას - დავით ნარმანია

64c3dc8c940e5
თელარა გელანტია
28.07.23 22:00
924
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას აზრით, ჰესების წინააღმდეგ პროტესტი უნდა დასრულდეს. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

"ამ ქვეყანაში #წერტილი უნდა დაესვას პროტესტს ჰესების წინააღმდეგ.

ჰიდროელექტროსადგურები აშენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად, ამას უნდა მოჰყვეს გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა.

ასევე, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის უნიკალური შესაძლებლობა ჩნდება, საიდანაც შეგვიძლია სერიოზული შემოსავალი მივიღოთ; ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

ამიტომაც მოგიწოდებთ, დავსხდეთ მთავრობასთან ერთად, ყველა დაინტერესებულ მხარე; თუ დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი, გავაკეთოთ და სწორი პოლიტიკით და გარემოსდაცვითი წესებით ავაშენოთ ჰესები. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში არის აშენებული დიდი ჰესები და არ დაქცეულან“, - თქვა დავით ნარმანიამ.

რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? – „თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციები“, - ასე უპასუხა სემეკის თავმჯდომარემ წამყვანის კითხვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები