მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სექტემბერში მილიონ აცრაზე ვოცნებობდით...როგორც ჩანს, არ გამოდის“ - ამირან გამყრელიძე

614db5eaa0223
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.21 15:35
2428
„სექტემბერში მილიონ აცრაზე ვოცნებობდით“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს ვაქცინაციის ტემპის შენელების შესახებ საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესის შენელების მიზეზი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის ნაკლებობაა.

„ვაქცინაციის დღევანდელი სტატუსით ჩვენ კმაყოფილი არ ვართ. აგვისტოში კარგი მაჩვენებელი - დღეში 23 000 აცრა გვქონდა და ჯამში აგვისტოში 715 000 აცრა ჩატარდა. 15-16 სექტემბრამდე კარგი მაჩვენებლით დღეში 24 000 აცრით მოვდიოდით. ძალიან გვინდოდა სექტემბერში აცრების რაოდენობა კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო, ვიდრე აგვისტოში, ავსულიყავით 800 – 900 ათასზე და ვოცნებობდი მილიონზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის.

16 სექტემბრიდან აცრების მაჩვენებელი იკლებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ კომუნიკაციას ვაკლებთ მოსახლეობას. მოსახლეობას ადგილზე მეტად უნდა მივუტანოთ ინფორმაცია - მივიდეთ თითოეულ სოფელსა და დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ, რომ დიდი სიკეთეა ის, რომ აცრილი ადამიანის მიერ ინფექციის მიმღებლობა 6-7-ჯერ ნაკლებია. კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში 41-ჯერ ნაკლები რისკია, რომ ჰოსპიტალში მოხვდეს, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 42-ჯერაა შემცირებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.