მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-ი აგრარული ბაზრობის ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

5e70b08b0a652
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.20 15:14
994
„სეს აგრარული ბაზრებისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციებს გასცემს", - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრარულ ბაზრებში სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.

• გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
• შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;
• სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
• გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
• ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;
• ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით“, - ნათვქამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.