მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სესხებზე მოთხოვნა შენარჩუნდება“ - ევა ბოჭორიშვილი

62453d3f20187
სალომე ჭიპაშვილი
01.04.22 00:30
831
„სესხებზე მოთხოვნა შენარჩუნდება“ - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„საბანკო აქტივობა თებერვლის თვეში დაჩქარებულია. ბიზნეს სექტორის დაკრედიტება, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16,1%-ით არის დაჩქარებული, ხოლო საცალო სესხები - 19,5%-ით . რაც შეეხება უმოქმედო სესხებს, ის 2%-მდე არის შემცირებული.“ - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, დეპოზიტების ზრდის ტემპი შენელებულია.

„შენელებულია როგორც ლარის, ასევე უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ზრდის ტემპი. საერთო ჯამში, წინა თვეებთან შედარებით თებერვლის თვეში დეპოზიტების ზრდა მხოლოდ 8,7% ფიქსირდება.“ - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

Galt&Taggart-ის შეფასებით, მარტში საბანკო აქტივობის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან მეტწილად ეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული. თუმცა ამ დროის მდგომარეობით, რეალისტურია დაახლოებით 3%-იანი ზრდა.