სესხის გამცემ სუბიექტებს (სგს) მოგება შეუმცირდათ. 2022 წლის პირველი კვარტალი, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოქცეულმა მცირე კრედიტორებმა 11 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს. წლიურ ჭრილში 6.3%-იანი კლებაა, ანუ სესხის გამცემმა სუბიექტებმა 742 568 ლარით ნაკლები მოგება მიიღეს, ვიდრე შარშან პირველ კვარტალში.
მცირე ზომის კრედიტორებს 1 აპრილის მდგომარეობით, 1.041 მლრდ ლარზე მეტის სესხები აქვთ გაცემული. ვალუტების მიხედვით, წამყვან პოზიციას 909 მილიონით ეროვნული ვალუტა იკავებს, 132 მილიონის სესხები კი დოლარიზებულია.
754,494 ფიზიკური პირისთვის გაცემული სესხები სექტორების მიხედვით ასე გამოიყურება:
• სალომბარდე სესხი - 277.7 მლნ ლარი
• სამომხმარებლო სესხები - 291.18 მლნ ლარი
• ონლაინ სესხები - 346.7 მლნ ლარი
• სოფლის მეურნეობა - 29.6 მლნ ლარი
• ვაჭრობა/ მომსახურება - 9.8 მლნ ლარი
• იპოთეკური სესხები - 2.8 მლნ
• ავტო სესხი - 0.93 მლნ
• სხვა - 15.6 მლნ
იურიდიულ პირებს მცირე ზომის კრედიტორებისგან 67 მლნ ლარის სესხები აქვთ აღებული. სულ ასეთ სესხს 650 კომპანია ფლობს.
შეგახსენებთ, სესხის გამცემ სუბიექტების (სგს) სტატუსი ე.წ მევახშეების რეგულირების მიზნით შემოვიდა. პირები, რომელთა მიმართაც სასესხო დავალიანება 20-ზე მეტი ფიზიკურ პირს აქვს და იმავდროულად, არ გააჩნია ამ რომელიმე ფინანსური ორგანიზაციის სტატუსი, ვალდებულნი არიან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარონ და ანგარიშგებები წარადგინონ. ეს მოთხოვნა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება