სესხის გამცემ სუბიექტებს წმინდა მოგება გაეზარდათ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბაზარზე მოქმედმა 172 სესხის გამცემმა სუბიექტმა, მეორე კვარტალში 24.9 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. შარშან ამავე პერიოდში 17.2 მლნ საპირისპიროდ.
სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულ პირებს ჯამში 1.457 მლრდ ლარის სესხები აქვთ გაცემული, საიდანაც 1.38 მლრდ ლარი ფიზიკურ პირებზე გაცემულ პორტფელს უჭირავს. 2022 წელის მეორე კვარტალის მონაცემებთან შედარებით სასესხო პორტფელი 402 მლნ არის გაზრდილი. ბოლო 1 წელიწადში ბაზარს 7 სუბიექტი გამოაკლდა.
ფიზიკური პირების დაკრედიტებაში 739.8 მლნ სამომხმარებლო სესხებია, 288.29 მლნ მოდის ლომბარდებზე, 168.2 მლნ კი, ვაჭრობის და მომსახურების დაკრედიტებაა. 106.2 მლნ ლარია ონლაინ სესხების სახით გაცემული.
რაც შეეხება იურიდიული პირების დაკრედიტებას. სულ 71.6 მლნ ლარის სესხებია გაცემული, საიდანაც 46.5 მლნ არის ბიზნესსესხები.