სესხის გამცემ სუბიექტებს (სგს) მოგება გაეზარდათ. მცირე კრედიტორებმა, რომლებიც ეროვნულ ბანკში ანგარიშგებას წარადგენენ, 2023 წელს 54.1 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, 2022 წელთან შედარებით ზრდა წლიურ ჭრილში 13 მილიონია.
2023 წელს სებ-ის რეგულირების ქვეშ მოქცეულ სესხის გამცემებს 1.609 მლრდ ლარის სესხები ჰქონდათ გაცემული. მათ შორის, ₾1.53 მლრდ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებია. ₾70.4 მლნ კომპანიების მიერ აღებული სესხებია.
903 085 ფიზიკური პირისთვის გაცემული სესხები სექტორების მიხედვით ასე გამოიყურება:
- სამომხმარებლო სესხები - 891.816 მლნ ლარი;
- სალომბარდე სესხი - 296.248 მლნ ლარი;
- ონლაინ სესხები - 131.45 მლნ ლარი;
- ვაჭრობა/ მომსახურება - 103.84 მლნ ლარი;
- სოფლის მეურნეობა - 54.05 მლნ ლარი;
- იპოთეკური სესხები - 4.94 მლნ ლარი
იურიდიულ პირებს მცირე ზომის კრედიტორებისგან 70.4 მლნ ლარის სესხები აქვთ აღებული. სულ ასეთ სესხს 634 კომპანია ფლობს. მათგან ყველაზე მეტს ვაჭრობის და მომსახურების სექტორში აქვს სესხი აღებული.
შეგახსენებთ, სესხის გამცემი სუბიექტების (სგს) სტატუსი აქვთ პირებს, რომელთა მიმართაც სასესხო დავალიანება 20-ზე მეტი ფიზიკურ პირს აქვს და იმავდროულად, არ გააჩნია ამ რომელიმე ფინანსური ორგანიზაციის სტატუსი. ეს პირები ვალდებული არიან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარონ და ანგარიშგებები წარადგინონ. მოთხოვნა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს.