სესხის გამცემ სუბიექტებს საკრედიტო პორტფელი გაეზარდა. წელს 6 თვეში მცირე კრედიტორებმა, რომლებიც ეროვნულ ბანკში ანგარიშგებას წარადგენენ, საქმიანობიდან 24.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე კრედიტებმა დაკრედიტება გაზარდეს, წმინდა მოგება წლიურად შემცირებულია.
2024 წელს 1 ივლისისთვის სესხის გამცემებს 1.619 მლრდ ლარის სესხები აქვთ გაცემული, რაც მცირედით ჩამორჩება მიკროსაფინანსოების პორტფელს (1.8 მლრდ). მათ შორის, 1.55 მლრდ ლარი ფიზიკურ პირებს აქვთ ნასესხები. 63.3 მლნ ლარი კომპანიებზე გაცემული სესხებია. სულ 633 კომპანიას აქვს სესხი აღებული სესხის გამცემი სუბიექტებისგან.
სესხის გამცემი სუბიექტების ფიზიკური პირების პორტფელი / 2024 წლის II კვარტალი
სესხების პორტფელი - 1.551 მლრდ ლარი
სამომხმარებლო სესხები - 940.8 მლნ ლარი
ლომბარდი - 233.6 მლნ ლარი
ონლაინ სესხი - 127.1 მლნ ლარი
ვაჭრობა და მომსახურება - 111.6 მლნ ლარი
სოფლის მეურნეობა - 58.3 მლნ ლარი
სხვა - 79.9 მლნ ლარი
წყარო: ეროვნული ბანკი