მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაქრის პანიკური შესყიდვები არ არის საჭირო, მარაგი არსებობს - “აგარის შაქარი”

624044ec55c49
ლიკა გურაბანიძე
27.03.22 16:25
5014
“ყველას მინდა ვთხოვო, რომ პანიკური შესყიდვები არ არის საჭირო მარაგი არსებობს.” - ამის შესახებ შაქრის გადამამუშავებელი საწარმოს “აგარის შაქრის” დირექტორთა საბჭოს წევრმა ნიკა ნათბილაძემ გადაცემაში “რეალური სივრცე” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრიორიტეტულად მიაწვდიან პროდუქციას სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებს და საცალო სავაჭრო ქსელებს. მისივე თქმით, ქარხანა ასამშავებლად მზად არის და გემით დატვირთული ნედლეულიც გზაშია.

“საქართველო ლერწმის შაქრის ნედლეულს ძირითადად ბრაზილიიდან იღებს, რომელიც ჩვენს ქარხანაში გადამუშავდება. თეთრი შაქრის მცირე რაოდენობა ევროპის ქვეყნებიდანაც შემოდის. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო შაქრის იმპორტით, არც რუსეთის და არც უკრაინის ბაზარზე დამოკიდებული არ არის. ჩვენი წარმადობა წლიურად 100 ათასი ტონაა, საქართველოში კი შაქრის მოხმარება 130-140 ათასი ტონა. თუ დეფიციტი იქნება იმპორტის მხრივ ჩვენ მზად ვართ დამატებითი ნედლეული შევუკვეთოთ და გადამუშავების წარმადობაც გავზარდოთ.” - განაცხადა ნიკა ნათბილაძემ.

1 აპრილიდან "აგარის შაქარი" კიდევ ერთხელ ამუშავდება. საქმე ის არის, რომ კომპანია ბოლო წლების განმავლობაში, პერიოდულად კონსერვაციის რეჟიმზე გადადის და ახლაც მორიგი კონსერვაციის პირობებში იმყოფება, თუმცა 1 აპრილიდან ამოქმედდება და 31 დეკემბრამდე იმუშავებს. ამასთან,"აგარის შაქარში" ამბობენ, რომ მუშაობის განახლება დაგეგმილი ჰქონდათ და ის რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება.

ცნობისთვის: 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან "აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით, სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით - 31 დეკემბრამდე. ამის შემდეგ შაქრის ადგილობრივი წარმოება გარკვეული ციკლურობით მუშაობს. ქარხანა, დაახლოებით, 500-მდე ადამიანს ასაქმებს.