მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შეიძლება დავუშვათ, რომ გვაქვს ეკონომიკის გადახურების ნიშნები” - კობა გვენეტაძე

6358f65d6f34a
BM.GE
26.10.22 17:39
3257
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, ამჟამად საქართველოს ეკონომიკაში გადახურების ნიშნები შეიმჩნევა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ქვეყანაში რვა თვეში არსებული 10.3%-ის ეკონომიკური ზრდა აღემატება ზრდის იმ პოტენციურ დონეს, რომელიც მათი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკას უნდა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ სახეზეა გადახურების ნიშნები.

“რაც შეეხება გადახურების საკითხს, აქ ამოსავალი წერტილი არის ეკონომიკის პოტენციური ზრდის შეფასება, რომლის მეთოდოლოგია არსებობს და ამით ხდება გეპის გაანგარიშება. ზოგჯერ შესაძლებელია, რომ ფაქტიური ზრდა უფრო დაბალი იყოს პოტენციურზე და პირიქით. ის შეფასებები, რაც არსებობს გვაჩვენებს, რომ მიმდინარე ზრდა პოტენციურ ზრდაზე უფრო მაღალია. ეს არის ზუსტად საფუძველი იმის, რომ შეიძლება დავუშვათ, რომ გვქონდეს გადახურების ნიშნები. ამას განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს ინფლაციისათვის, რადგანაც როდესაც უფრო მაღალია ზრდა ვიდრე პოტენციური ზრდა ეს ახდენს გავლენას იმაზე, რომ ინფლაციის შემცირება უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს. რაც შეეხება მდგრად ზრდას, ამას უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერიოდში და მე ავხსენი კიდევაც, რომ იქიდან გამომდინარე, რა მოსალოდნელი განვითარება არის გლობალურ ეკონომიკაში, შემდეგი წლის ზრდა იქნება 4%, შემდეგ კი უფრო მაღალი 5-5.5%. ეს არის დღევანდელი შეფასება,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის შეფასებით, წელს ეკონომიკურ ზრდაზე მაღალმა მიგრაციულმა ნაკადმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რაც ადგილობრივი მოხმარების სტიმულირებაში აისახა.