მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირებული მოთხოვნის გამო ფასის 20%-ით კლება მოგვიწია - “ბორჯომი ლიკანი”

61e831ca6193e
ლიკა გურაბანიძე
22.01.22 16:09
881
საქართველოში ომიკრონის გავრცელების გამო სასტუმროებში დამსვენბლები ჯავშნებს აუქმებენ. ანალოგიური მიზეზით როგორც ქართველი, ისე უცხოელების მხრიდან იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული დატვირთულობა მცირდება "ბორჯომი-ლიკანის" სასტუმროში.

“იანვარში დეკემბერთან შედარებით ჯავშნები თითქმის განახევრდა, თუ დატვირთულობა 50%-ს ფარგლებში იყო, ახლა 20%-ის ფარგლებშია. მაგალითად, უცხოელი ტურისტების დიდი ჯგუფები გვყავდა და ჯავშნების გაუქმების მიზეზად მათ ომიკრონის გავრცელება დაასახელეს და ჯავშნები თებერვალი-მარტის თვეებისთვის გადაიტანეს” - განმარტა "ბორჯომი-ლიკანის“ დირექტორი კობა აბულაძე.

მისი თქმით, სწორედ შემცირებული მოთხვონის გამო სასტუმროს ფასების 20%-ით კლება მოუწია, რადგან სხვა შემთხვევაში ტურისტების მოზიდვა გართულდა. მაგალითად, ორადგილიანი ნომრის ფასი "ბორჯომი-ლიკანში" 150$-დან 110$-მდე შემცირდა.