ვინ გვესაუბრება ევროინტეგრაციაზე და ვინ პირდება ჩვენს მოსახლეობას ევროპულ მომავალს. კიდევ ვუბრუნდები იმ საკითხს, რომ ამ ადამიანებს აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული პერსპექტივა არის ისტორიული გადაწყვეტილება. „ჩვენ მოვუტანეთ, უკვე ჩამოვთვალე მთელი ეს რეალური მიღწევები. ევროპული პერსპექტივა არის, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება. მანამდე, თქვენ გახსოვთ, რომ ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის დედაქალაქებში, ზოგი გეოგრაფიას მოიხსენიებდა, ზოგი ძალიან ბევრ კრიტიკას გამოთქვამდა, მათ შორის, ახსენებდნენ რუსულ ოკუპაციას და ა.შ. ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ყოველგვარი სპეკულაცია და ვარაუდი იმის თაობაზე, თუ სად დგას საქართველო, მოიხსნა.
ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი არის კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის უბრალოდ სიმბოლური გადაწყვეტილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ, ხელისუფლებამ, ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ. დარჩენილი არის ერთადერთი შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც უკავშირდება პოლარიზაციის დასრულებას. ეს ვალდებულება არის ერთობლივად შესასრულებელი, მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტის და ოპოზიციის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი