მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემიძლია, სინანულით ვისაუბრო, რომ ვერ შევძელით ზამთრის კურორტების ოპერირება - ქვრივიშვილი

602cfb1c3aeb4
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.21 23:20
902
ვისურვებდი რომ მთის კურორტები ისეთი დინამიკით მუშაობდეს დღეს, როგორც ისინი მუშაობდნენ პანდემიამდე, ან თუნდაც შიდა ტურისტული ნაკადების გამოყენებით, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და პარლამენტარმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა.

ზამთრის კურორტებზე არსებული შეზღუდვების გამო ის წუხილს გამოთქვამს და ამბობს, რომ ეს კერძო სექტორისთვის დამაზიანებელია, თუმცა იქვე აღნიშნავს რომ ეპიდემიოლოგებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ჰქონდათ არგუმენტები იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიეღოთ.

„ვწუხვარ, რომ შექმნილმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ ეპიდემიოლოგთა ჯგუფს და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებს არ მისცა საშუალება, რომ დღეს ზამთრის კურორტები მუშაობდეს. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ეს კერძო სექტორს რთულ მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ კვლავ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც აქტუალურია კონკრეტული შეზღუდვები, მიუხედავად იმისა რომ გაიხსნა ღია სივრცეში რესტორნები, სკოლები, მუნიციპალური ტრანსპორტი და ალბათ ამ ეტაპობრივი გახნის ფარგლებში ჯანდაცვის ექსპერტები უკიდურეს სიფრთხილეს იჩენენ. მათ კარგად იციან და საზღვრავენ ეპიდემიოლოგიურ რისკებს, რასაც ხედავენ.

შემიძლია მხოლოდ სინანულით ვისაუბრო, რომ ვერ შევძელით ზამთრის კურორტების ოპერირება, მაგრამ ვფიქრობ ის სტრატეგია, რომელიც აღმასრულებელ ორგანოს უკვე აღებული აქვს, რომ ჩვენ ღირსეულად მოვემზადოთ ზაფხულის სეზონისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იყოს მკაფიო რეგულაციები თუ კი ამის საჭიროება იქნება, ვაქცინაცია რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე;

ის საკმაოდ ღირსეული და ლოგიკური რეგულაციები, რომელიც შემოღებულია საქართველოში იმაზე თუ როგორ შეიძლება პირველი თებერვლიდან ვუმასპინძლოთ საერთაშორისო მოგზაურებს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო გამოცემა „Independent”-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საქართველო მოხსენიებულია როგორც პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოიყენა ვაქცინაციის ინსტრუმენტი გამარტივებული საემიგრაციო რეგულაციების ასამოქმედებლად.

"დღეს ბიზნესი გაურკვევლობაში აღარაა" - მარიამ ქვრივიშვილი ქალების ნარატივში