მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენობაში, რომელიც ექსპლუატაციაში შესული არ არის, გაზი და ელექტროენერგია არ ჩაირთვება - კალაძე

6035fb4c23efa
ინგა მურუსიძე
24.02.21 11:46
4114
შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის წესი სავარაუდოდ შეიცვლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები ასახულია საკანონმდებლო პაკეტში „სამშენებლო ამნისტიის“ შესახებ, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

„2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დღეს შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე დაშვებულია შესვლა და ცხოვრება. ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომელიც ჯერაც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. კანონი ამას არ ზღუდავს და ადამიანები მსგავს შენობებში ცხოვრობენ.

იმისთვის, რომ ეს პრაქტიკა შეიცვალოს და იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი - მშენებლობა აწარმოონ წესების შესაბამისად, რათა შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში დაგეგმილია ცვლილებები. შედეგად, იკრძალება ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა ასეთ მშენებლობებში ცხოვრებას. დღეს გვაქვს ასეთი რეალობა, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში შესვლმადე მოახერხებს მის რეალიზაციას და აღარ აინტერესებს, შევა თუ არა შენობა ექპლუატაციაში და ადგილობრივ მცხოვრებლებს უწევთ სირბილი ამ საკითხის მოსაგვარებლად“, - განაცხადა კალაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს.