Wizz air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელ ჟაჟა ტრუბეკი BMG-თან ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ მომავალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრინონ. ამ ეტაპზე უნგრული ბიუჯეტური კომპანია მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს.
“სამწუხაროდ, თბილისის აეროპორტში მოსაკრებელი მაღალია. აეროპორტთან მოლაპარაკებებს ყოველთვის ვაწარმოებდით, თუმცა შეთანხმებამდე ვერ მივედით. აეროპორტის მოსაკრებელი ჩვენთვის საკმაოდ მაღალია. მოგეხსენებათ, ბიუჯეტური ავიაკომპანია ვართ და ვცდილობთ დაბალი ფასი შევინარჩუნოთ, რათა უფრო მეტმა მგზავრმა შეძლოს ჩვენთან ერთად ფრენა, ეს არის ჩვენი მისია. ამ ეტაპზე ქუთაისიდან დავფრინავთ და გარწმუნებთ, რომ მომავალშიც შევინარჩუნებთ ფრენებს. ყოველთვის უკეთესის მოლოდინი გვაქვს და შესაძლოა, მომავალში თბილისიდანაც ვიფრინოთ, მაგრამ ახლა ქუთაისზე ვართ ორიენტირებულნი”,-აცხადებს ჟაჟა ტრუბეკი.
მიმდინარე კვირაში კომპანიამ ქუთაისის აეროპორტიდან გარკვეულ მიმართულებებზე ფრენების სიხშირე გაზარდა. ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255 310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი