მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შევძელით უმაღლესი რანგის საინვესტიციო კონსულტანტების საქართველოში ჩამოყვანა" - ხიდურელი

5f5770ae5ec10
ინგა მურუსიძე
08.09.20 17:08
1051
„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმაღლესი რანგის საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების საქართველოში ჩამოყვანა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით, პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტის ფარგლებში, ევროპელმა და ამერიკელმა სტუმრებმა Majorel-ის თბილისის ფილიალი მოინახულეს. აღნიშნული საერთაშორისო კომპანია საქართველოში 2016 წელს შემოვიდა. დღესდღეობით კი Majorel-ს თბილისში ქუთაისსა და ბათუმში 1,500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველად სტუმრობენ საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიებიდან - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.