მთავრობის ეკონომიკური გუდის წევრების, ჯანდაცვის მინისტრის, ეპიდემიოლოგებისა და არასასურსათო ვაჭრობის ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სავაჭრო ცენტრები და საცალო გაყიდვის ობიექტები 1 თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა შეზღუდვებით. ხელისუფლებამ დარგის წარმომადგენლების მოთხოვნები და შეთავაზებები არ გაითვალისწინა და საცალო გაყიდვის ობიექტებს ოპერირების დრო მხოლოდ ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით განსაზღვრა. არ გადაიახედა ასევე კომენდანტის საათის გადაწევისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის საკითხიც.
თუმცა როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, შეხვედრა პოზიტიური იყო და გარკვეული პირობები რითეილ სექტორისთვის გამარტივდა. კონკრეტულად კი წინა საახალწლო პერიოდისგან განსხვავებით, მაღაზიებში მომხმარებელი კვლავ ისარგებლებს გასახდელებით და აღდგება დაბრუნება-გადაცვლის შესაძლებლობაც.
BM.GE-ის კითხვაზე - მისცემს თუ არა ხელშესახებ შედეგებს დღეს გაჟღერებული პირობები კომპანიებს და რამდენად უღირთ ამ პირობებით ამოქმედება, „Retail Group Georgia”-ს დამფუძნებელი რევაზ მაღალაშვილი აცხადებს, რომ ამას დრო აჩვენებს.
„ყველა ჩვენი ბრენდი 1 თებერვლიდან გაიხსნება. შაბათ-კვირის შემოსავლები სრულად მოგვაკლდება თუ კვირის სხვა დღეებზე გადანაწილდება ამას შევხედავთ და დავინახავთ გვიღირს, თუ არ გვიღირს, სრულად თუ ნაწილობრივ გახსნა“, - განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.
მან ოპერირების ახალ პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი პოზიტიურად უყურებენ იმ საკითხს, რომ მთავრობას არსებულ რეალობას და მათთვის დადგენილი შეზღუდვების გადახედვას ყოველკვირეულად მოახდენს.
„დადებითი ის არის, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1 მარტამდე არაფერი შეიცვლება. დადებითი კიდევ ის არის, რომ კვადრატულობაზე მოთხოვნა შემცირდა, ასევე აღდგა გასახდელები და დაბრუნება-გადახდის წესებიც დაბრუნდა. სხვა პირობები პერიოდულად გადაიხედება და იმედი გვაქვს, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვა ადრე თუ გვიან მოიხსნება. რაც ადრე მით უკეთესი.
ხაზი გავუსვით იმას, რომ კონკრეტულად ჩვენს დარგში შაბათ-კვირის მართვა ისე მოხდება, რომ ეკონომიკურად იქნება ძალიან დიდი შვება, ხოლო ეპიდემიოლოგიურად არანაირ ზიანს ჩვენ არ მოვიტანთ. თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვართ და სფეროში ძალიან ბევრი წარმომადგენელია, რომელსაც თანაბრად არ შეუძლია გაუმკლადეს ამ გამოწვევებს.
კომენდანტის საათი უფრო გლობალური საკითხია და ქვეყნის დონეზეა გადასაწყვეტი და არა მხოლოდ ჩვენი სექტორის, ამიტომ ამასაც დაველოდებით. ტრანსპორტირება ძალიან გაგვიძვირდა, პრაქტიკულად სახელფასო ხარჯს გაუთანაბრდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგეს. თუმცა ნომერ პირველი საკითხი დღეს ჩვენთვის შაბათ-კვირის შეზღუდის მოხსნაა“, - განმარტა Retail Group Georgia” ხელმძღვანელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი