მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეწყდება თუ არა ფრენები იტალიასთან? - ნათია თურნავას პასუხი

5e60b37693fab
ინგა მურუსიძე
05.03.20 12:06
1172
ფრენებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანად გლობალურმა საავიაციო ინდუსტრიამ თავად შეზღუდა ფრენები და აქტივობები და ეს შეეხო ასევე იმ რეისებსაც, რაც საქართველოში ხორციელდება, - ამის შესახებ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეწყდება თუ არა ფრენები მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში და მათ შორის იტალიასთან.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, მყისიერად შევწყვიტეთ ფრენები ჩინეთთან და ირანთან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ. გადაწყვეტილება არ არის მარტივი, რადგან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ქალაქში გვქონოდა პირდაპირი ფრენები, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს უპირატესი თემები, რაც არის ჩვენი ერის ჯანმრთელობა, მოქალაქეების დაცვა ვირუსისგან და აქედან გამომდინარე, ვმსჯელობთ ამ საკითხებზე. როგორც კი მივიღებთ გადაწყვეტილებას, გვექნება კომუნიკაცია ავიაკომპანიებთან, თქვენთან და მერე ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - განაცხადა თურნავამ.