მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა" – "ევექსი ჰოსპიტლების" დირექტორი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

5de7d2c87cafd
თელარა გელანტია
04.12.19 19:36
2301
პრემიერ-მინისტრსა და 30-მდე კლინიკის წარმომადგენელს შორის მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კლინიკების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი ინფორმაციით, ხვალიდან მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ხარვეზებს შეისწავლის.

„ევექსის ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის გიორგი მინდიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა.

„შეხვედრამ საკმაოდ პოზიტიურად და პროდუქტიულად ჩაიარა. მოხდა შეთანხმება, რომ ხვალიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროში და პრინციპში, ტექნიკური ხარვეზები, რაც შეიძლება არსებობდეს, ყველაფრის გათვალისწინება მოხდება და გამოსწორდება. სამუშაო ჯგუფის წევრთა ვინაობა დაზუსტდება“, - განაცხადა მინდიაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში სამუშაო ჯგუფის შექმნა საკმაოდ გონივრული და კონსტრუქციული გამოსავალია.