მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი - სოფო კილაძე

5ea00e5b42d11
ელენე გოგბერაშვილი
22.04.20 13:45
727
"შეზღუდვებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი", - ამის შესახებ პლენაურ სესიაზე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარასკევს, როცა მთავრობა პარლამეტს ანტიკრიზისულ გეგმას წარუდგენს, მნიშვნელოვანია ის მაქსიმალურად ორიენტიებული იყოს იმ ადამიანებზე და ბიზნესებზე, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებულად გაუჭირდათ.

"ყველა შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებლად პროპორციული მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა. ვფიქრობ, წარმოდგენილი შეზღუდვები ამ შემთხვევაშიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რაც გვაქვს და შემდეგ ეტაპობრივად მოვხსნათ ეს შეზღუდვები.

თუმცა ამ შეზღუდვებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს ძლიერი სოციალური პაკეტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელთაც დაკარგეს ისედაც მწირი შემოსავალი, რაც ჰქონდათ, მათ არ აქვთ დანაზოგები ძალიან ბევრი ოჯახი არის გაჭირვებულ მდგომარეობაში. გვყავს მოწყვლადი ადამიანები, მოხუცები, ბავშვები, შშმ პირები, რომელთაც სჭირდებათ ქვეყნის განსაკუთრებული თანადგომა. ამიტომ აუცილებელია ის სოციალური პაკეტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი პარასკევს მთავრობის მხრიდან, მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს ყველაზე გაჭირვებულ, მოწყვლად ადამიანებზე, მათ შორის იმ ბიზნესზეც, რომელსაც ძალიან გაუჭირდა საგანგებო სიტუაციის დროს", - განაცხადა კილაძემ.