მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება, თუმცა საბურთალოზე შუალედური არჩევნები არ ჩატარდება

64ae4f59eda19
ინგა მურუსიძე
12.07.23 10:54
556

დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაშიც, საბურთალოს რაიონში შუალედური არჩევნები კანონით დადგენილი ვადებიდან გამომდინარე აღარ ჩატარდება, - ამის შესახებ bm.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განუმარტა.

საქმე ის არის, რომ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სერგეენკო მანდატს ტოვებს. საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 14 ივლისს იმსჯელებს.

გიორგი კახიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, როდის მოხდება უფლებამოსილების შეწყვეტა, კანონი განსაზღვრავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წელს შუალედური არჩევნები ვერ ჩატარდება.

„დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, კანონმდებლობის მიხედვით, შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს მომდევნო წლის გაზაფხულზე. ამავდროულად კანონმდებლობით დადგენილია, რომ თუ შუალედური არჩევნები ემთხვევა საარჩევნო წელს, იმ წელს შუალედური არჩევნები ვერ ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ საბურთალოზე შუალედური არჩევნები აღარ იქნება“, - განაცხადა კახიანმა.

კითხვაზე, იყო თუ არა საკითხზე საუბარი პარტიაში, დეპუტატმა უპასუხა, რომ მას ამის შესახებ არ აქვს ინფორმაცია, თუმცა სავარაუდოდ, ეს განხილვა იქნებოდა.

პარლამენტი დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები